STEM კლუბის წესდება
კლუბის წესდება
STEM კლუბის წესდება:
1.1. სსიპ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის კლუბი ,STEM კლუბი“ დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია 2020 წლის 8 იანვარს 5 წლის ვადით, მოსწავლეებში ეკოგანათლებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
4. კლუბის მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალაბასთუმანი.
კლუბის მიზნები:
2.1. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე ეკოგანათლების,საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის კუთხით მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება.
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა.
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა.
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება.
2.5. მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაბელურობისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება.
2.7. პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლინება.
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის და საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობების მიცემა.
კლუბში გაწევრიანება
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VIII-XI კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.
4. კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
5. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
7. კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა, არა უმეტეს 50 მოსწავლისაა.
9. კლუბს ჰყავს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებას, დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10. კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა.
11. კლუბის წევრი ირჩევა 5 სასწავლო წლის ვადით.
Комментарии
Отправить комментарий